საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ლიტვის კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს არვიდას საბონისსა და აღმასრულებელ დირექტორს პაულიუს მოტეიუნაისს შეხვდა. შეხვედრას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი და კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი ესწრებოდა. შეხდვედრაზე მხარეებმა განიხილეს პროექტი, რომლის საშუალებითაც შემუშავდება ლიტვისა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციების ურთიერთთანამშრომლობის 5 წლიანი გეგმა.