თეა წულუკიანმა უმაღლესი იურიდიული განათლება საფრანგეთის იმ სასწავლებელში მიიღო, რომელიც საფრანგეთის შვიდმა პრემიერმა და სამმა პრეზიდენტმა დაამთავრეს. ეს განცხადება მეცხრე არხთან ინტერვიუში საფრანგეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რენე სალენსმა გააკეთა. ელჩი განმარტავს, რომ ეს არის საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა, ამავე სკოლის კურსდამთავრებულები მუშაობენ საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოში, რომელიც ადმინისტრაციული მართლმსაჯულების უმაღლესი ორგანოა. თეა წულუკიანის განათლებასთან დაკავშირებით საუაბრი ოპოზიციამ დაიწყო. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, თეა წულუკიანს არ აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ამიტომ კანონის თანახმად მას იუსტიციის მინისტრის თანამდებობა არ უნდა დაეკავებინა.