ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩუსთან მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, თანამშრომლობის საკითხები და შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ. პრემიერ--მინისტრმა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ დიდი ხანის წინ გააკეთა არჩევანი-- გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.
შეხვედრაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ რადგან ამ საკითხთან მიმართებაში სახეზეა სრული თანხმობა, საქართველოს პრემიერ--მინისტრმა და პრეზიდენტმა გააკეთონ ერთობლივი განცხადება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერესი ემთხვევა ჩვენსას, იცით, რომ ვილნიუსი არის მასპინძელი ქვეყანა სამიტისა, რომელიც შემოდგომაზეა დაგეგმილი და ლიტვას გააჩნია დამატებითი ვალდებულება, რომ ჩვენ მივიღოთ ის მაქსიმუმი, რისი სურვილიც გაგვაჩნია. რჩევაც მივიღეთ, დღეს ბატონი ლინას ლინკევიჩუსი ასევე ხვდება საქართველოს პრეზიდენტს და მე ჩემი მხრივ უკვე დავთანხმდი, რომ გაკეთდეს ჩვენი ერთობლივი განცხადება,"--განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.