26 აპრილს ქუთაისში წვიმიანი დღე და +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთშიც, სადაც დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ბათუმში დღისით სინოპტიკოსები +21 გრადუსსა და წვიმას პროგნოზირებენ, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში წვიმა +20 გრადუსი იქნება დღის განმავლობაში, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდში, სადაც დღის განმავლობაში +19 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
მესტიაში +14 გრადუსი და წვიმა მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. სინოპტიკოსები ამბროლაურში წვიმასა და +20 გრადუსს პროგნოზირებენ, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშის წვიმს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ახალციხეში. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.
+22 გრადუსი და წვიმა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება ბაკურიანში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსი იქნება.
გორში დღისით +23 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმაა მოსალოდნელი გუდაურში. +15 გრადუსია ნავარაუდევი დღისით, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა ნავარაუდევი ომალოში, სადაც დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +22 გრადუსი და წვიმა დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმიან დღეს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები გურჯაანში, სადაც დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით ჰაერის ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
რუსთავში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია მცირე წვიმა, ღამით კი +12 გრადუსია. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსი იქნება, წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.