ანრი ოხანაშვილი: ჩვენს ინტერესში რომ ყოფილიყო ამნისტიის აქტის 20 ივნისის მოვლენებზე გავრცელება, აქამდეც გავაკეთებდით ამას

ანრი ოხანაშვილი: ჩვენს ინტერესში რომ ყოფილიყო ამნისტიის აქტის 20 ივნისის მოვლენებზე გავრცელება, აქამდეც გავაკეთებდით ამას

ვიზიარებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებას და ვთანხმდებით, რომ ეპატიოს მელიას და სხვა პირებსაც სავარაუდო დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ არ მიგვაჩნია, რომ მელიას თუ სხვებს, თუ მათ დაუმტკიცდათ დანაშაული, ეს უნდა ეპატიოთ, - ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა „იმედის კვირასთან“ განაცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ამნისტია მმართველი გუნდის ინტერესებში რომ ყოფილიყო, ამას აქამდეც განახორციელებდნენ.

„ჩვენს ინტერესში რომ ყოფილიყო ამნისტიის აქტის 20 ივნისის მოვლენებზე გავრცელება, აქამდეც გავაკეთებდით ამას. ეს პუნქტი დაიდო მოლაპარაკების მაგიდასთან და „ქართული ოცნება“ უპირობოდ დაეთანხმა. სამართლიანად დაიდო, რომ ეს უნდა შეეხოს ყველა დარღვევასა და პირს“, - ამბობს ოხანაშვილი.

პარლამენტი ამნისტიის შესახებ კანონპროექტს 27 აპრილს დაარეგისტრირებს.