აკაკი მინაშვილი: ამნისტიას ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ ისტორია გადაწეროს

აკაკი მინაშვილი: ამნისტიას ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ ისტორია გადაწეროს

ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ რა კარგია, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოეწერა და ამით კრიზისი მოგვარდება, - ამის შესახებ „იმედის კვირას“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა განუცხადა.

„ადამიანების ნაწილი ფიქრობს, რომ რა კარგია, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოეწერა და კრიზისი მოგვარდება. სამწუხაროდ, ეს ასე არ იქნება. გულწრფელად გეუბნებით, სამწუხაროდ. კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება. უკმაყოფილო ადამიანების რიცხვი კიდევ გაიზრდება. უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ეს აუცილებლად ასე იქნება და ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანი გზით მოხდება“, - განაცხადა მინაშვილმა.

მინაშვილს მიაჩნია, რომ დღევანდელი გადასახედიდან მათი პარტიის საარჩევნო სია არასწორად დაკომპლექტდა. მან ასევე კომენტარი გააკეთა შარლ მიშელის დოკუმენტში აღნიშნულ ამნისტიის საკითხზეც.

„ახლა მთელ ამ პროცესს ხელისუფლება იყენებს იმისთვის, რომ ისტორია გადაწეროს და ძალადობა, რომელიც 20 ივნისს იყო, ჩაფარცხოს. ბუნებრივია ეს მიუღებელია“, - დასძინა მინაშვილმა.