მილიარდერი და ფილანტროპი ბილ გეიტსი დარწმუნებულია, რომ მსოფლიო ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლის ბოლომდე დაუბრუნდება. ამის შესახებ მან Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
Microsoft-ის დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ მომავალი წლის დასაწყისში კორონავირუსით ინფიცირების დონე საგრძნობლად შემცირდება, ვაქცინებისადმი წვდომა კი მსოფლიოს მასშტაბით გაიზრდება. გეიტსის თქმით, 3-4 თვის შემდეგ აშშ და სხვა განვითარებული ქვეყნები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს სხვებს გაუნაწილებენ, რადგან ამ ქვეყნებში ზრდასრული მოსახლეობის უმეტესობა უკვე აცრილი იქნება.
„აშშ, დიდი ბრიტანეთი და სხვები ვაქცინების განვითარებადი ქვეყნებისთვის გადაცემას შეძლებენ“, - განაცხადა გეიტსმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
ჰოოოდა მანამდე არც არაფერი არ მორჩება