-
„ქალები პოლიციაში" - ყოველწლიური რეგიონალური კონფერენცია სასტუმრო „რედისონში" დღეს გაიხსნა. პროექტის მიზანია სამართალდამცავების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლიციაში ქალის როლის წარმოჩენა. კონფერენციის გახსნაზე დელეგატებს სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრმა და შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მიმართეს. ღონისძიებას ესწრებიან ქართველი, უკრაინელი, მოლდოველი, სომეხი და აზერბაიჯანელი პოლიციელი ქალები. კონფერენცია 6 მარტს დასრულდება