ირაკლი კობახიძე: შეთანხმება გულისხმობს პირველივე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილის დასწრებას, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა

ირაკლი კობახიძე: შეთანხმება გულისხმობს პირველივე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილის დასწრებას, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა

შეთანხმება თავისთავად არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არის პრინციპში მხოლოდ ინსტრუმენტი საბოლოო მიზნის მისაღწევად. შედეგი კი უნდა იყოს პოლარიზაციისგან და რადიკალიზმისგან ქართული პოლიტიკის გათავისუფლება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ამაზე იქნება დამოკიდებული ბევრი რამ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეთანხმების სათანადოდ აღსრულებას. შეთანხმება გულისხმობს პირველივე პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის იმ ნაწილის დასწრებას, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასე აღსრულდება შეთანხმება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.