პრემიერის მილოცვა (ვიდეო)

პრემიერის მილოცვა (ვიდეო)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დედებს დედის დღეს ულოცავს. როგორც პრემიერის მიმართვაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილი დედებს სამშობლოსთვის განათლებული და საამაყო შვილებს გაზრდას უსურვებს .

"3 მარტი, დედის დღე, გაზაფხულის პირველი დღესასწაული, უკვე ოც წელზე მეტია აღინიშნება და კარგ ტრადიციად იქცა. ვულოცავ ამ ლამაზ დღეს ყველა დედას. მთელი ჩვენი ისტორია საქართველოს ქალების, დედების სათნოების, გმირობის, თავდადებისა და გამძლეობის მაგალითია და ასეა დღესაც. ყველა დედას ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, გახარებას და რაც ყველაზე მთავარია, სამშობლოსთვის განათლებული და საამაყო შვილების აღზრდას. შვილებს კი ვუსურვებ, მუდამ ჰქონდეთ უნარი, სითბო და პატივისცემა არ მოაკლონ დედებს", - ნათქვამია მიმართვაში.