გამოსასწორებელი კოლონიის ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის იძულებითი კვებით ემუქრება

გამოსასწორებელი კოლონიის ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის იძულებითი კვებით ემუქრება

გამოსასწორებელი კოლონიის ადმინისტრაცია ალექსეი ნავალნის იძულებითი კვებით ემუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ ალექსეი ნავალნის Tvwitter-ის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

„შიმშილობის სერიოზულობის გათვალისწინებით, ადმინისტრაცია ყოველდღიურად ემუქრება ნავალნის იძულებითი კვების დაწყებით. ალექსეი სამედიცინო ნაწილიდან კოლონიაში დააბრუნეს და მასთან ექიმს კვლავ არ უშვებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

5 აპრილს რესპირატორული დაავადების ნიშნების გამო, ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელი კოლონიის სამედიცინო ნაწილში გადაიყვანეს.