ზელენსკი: აშშ უკრაინის კარგი მეგობარია, მაგრამ პრეზიდენტმა ბაიდენმა მეტი უნდა გააკეთოს

ზელენსკი: აშშ უკრაინის კარგი მეგობარია, მაგრამ პრეზიდენტმა ბაიდენმა მეტი უნდა გააკეთოს

აშშ უკრაინის კარგი მეგობარია, მაგრამ პრეზიდენტმა ბაიდენმა მეტი უნდა გააკეთოს, რომ რუსეთი შეაჩეროს და ხელი შეუწყოს ამ კონფლიქტის დასრულებას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში ვიზიტისას ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას მეტი იარაღი, მეტი ფული და რაც მთავარია, ნატოში გასაწევრიანებლად მეტი მხარდაჭერა სჭირდება.

„თუ აშშ უკრაინას ნატოში ხედავს, მაშინ პირდაპირ უნდა თქვას და გააკეთოს ეს, ოღონდ სიტყვებით არა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.