უკრაინის პრეზიდენტი: რუსეთი მზად არის, მაგრამ ჩვენც ასევე მზად ვართ

უკრაინის პრეზიდენტი: რუსეთი მზად არის, მაგრამ ჩვენც ასევე მზად ვართ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის რუსეთის შემოჭრისთვის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასში ვიზიტისას ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას რუსეთის სრულფასოვანი შემოჭრის შესაძლებლობა 2014 წლიდან აქვს გააზრებული.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ვიცით, 2014 წლიდან ვიცით, რომ ეს შეიძლება მოხდეს. ისინი მზად არიან, მაგრამ ჩვენც ასევე მზად ვართ, რადგან ჩვენს მიწასა და ტერიტორიაზე ვიმყოფებით“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.