საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროპის სახალხო პარტიის დელეგაციას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობათა სამუშაო ჯგუფს შეხვდა, რომელსაც ფრანკო ფრანტინი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებს. სტუმრებმა პირადად პრემიერ–მინისტრისგან მიიღეს პასუხები ყველა მნიშვნელოვან კითხვაზე. შეხვედრა დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა და ის თბილ, მეგობრულ ვითარებაში წარიმართა. ევროპელმა დიპლომატებმა ახალ ხელისუფლებასთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს.