ალეკო ელისაშვილი: მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

ალეკო ელისაშვილი: მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობს

მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეობაზე ამბობს უარს. ჩემთვის არის გამაოგნებელი, როგორ შეიძლება იყო ქართველი და საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ განაცხადა.

„ერთი კაცი იყო ყოფილი იუნკერი გვარად ვაჩნაძე, რომელიც 1921 წელს ემიგრაციაში წავიდა და მთელი ცხოვრება საკავალერო სკოლაში ასწავლიდა. როცა მოხუცდა საფრანგეთი მას ეუბნებოდა, მიეღო საფრანგეთის მოქალაქეობა, რომ მისთვის პენსია მოეცათ იმიტომ, რომ არაჩვეულებრივი კავალერისტი, პედაგოგი და საფრანგეთისთვის თავგანწირული მებრძოლი იყო.

ფარატინა ქაღალდი ეჭირა ხელში, სადაც ეწერა, რომ ის იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პასპორტი და ის იყო მოქალაქე. კატეგორიულ უარს ამბობდა ფრანგულ პენსიაზე, ძალიან დამსახურებულ პენსიაზე. იმის გამო, რომ გულით დაატარებდა გადაკეცილ ერთ ფურცელს, საქართველოს პასპორტი, რომ ერქვა.

მე პატივს ასეთ ხალხს ვცემ და არა ისეთ ადამიანებს, რომლებიც ჯერ ავკაცობენ და ხალხზე ძალადობენ, როცა ხელისუფლებაში არიან, შემდეგ კი ამ ქვეყნიდან გარბიან და საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.