თურქეთი უკრაინაში 500 შენობას ააშენებს

თურქეთი უკრაინაში 500 შენობას ააშენებს

თურქეთისა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეცხრე შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინაში ასობით შენობის აშენებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ Anadolu წერს.

გამოცემის ცნობით, თურქეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სააგენტო TOKI 500 სახლს ააშენებს ყირიმელი თათრებისთვის. სახლები კიევში, ნიკოლაევსა და ხერსონში აშენდება.

10 აპრილს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი უკრაინელი კოლეგა, ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ ერთმანეთს.