ირანმა ისრაელი ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში დაადანაშაულა

ირანმა ისრაელი ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში დაადანაშაულა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამედ ჯავად ზარიფმა ისრაელი ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტში დაადანაშაულა.

ირანის ხელისუფლება ნათანზის ბირთვულ ობიექტზე მომხდარ ინციდენტს ბირთვულ ტერორიზმს უწოდებს და აცხადებს, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს.

„სიონისტებს შურისძიება სურთ სანქციების მოხსნის გზაზე ჩვენი პროგრესის გამო. მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ ამას არ დაუშვებენ. მაგრამ ჩვენ შურს ვიძიებთ“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

11 აპრილს ირანში, ნათანზის ბირთვულ ობიექტზე ინციდენტი მოხდა. მიზეზი ელექტროგანაწილების ქსელის პრობლემა გახდა. ბირთვული ობიექტი, რომელიც ისპაჰანში, უდაბნოში მდებარეობს, ირანის ურანის გამდიდრების პროგრამის ცენტრია და მას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, გაეროს ბირთვული მაკონტროლებელი ორგანიზაციის ინსპექტორები აკონტროლებენ.

„ინციდენტს მსხვერპლი და დაბინძურება არ მოჰყოლია”, - თქვა ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის სპიკერმა ბეჰრუზ კამალვანდიმ.