გიორგი ვაშაძე: ჯერჯერობით არ ჩანს ის ნათელი წერტილი, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებაზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღონ

გიორგი ვაშაძე: ჯერჯერობით არ ჩანს ის ნათელი წერტილი, რომ ნიკა მელიას გათავისუფლებაზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღონ

ზედმეტ მოლოდინებს ნუ შევქმნით სასამართლო პროცესზე, - „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ის ხვალ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას გათავისუფლებას არ ელის.

„ზედმეტ მოლოდინებს ნუ შევქმნით სასამართლო პროცესზე, იმიტომ, რომ ჯერჯერობით არ ჩანს ის ნათელი წერტილი, მის გათავისუფლებაზე რაიმე გადაწყვეტილება მიიღონ. ზემდეტ მოლოდინებს ნუ შევიქმნით, რომ ამ სასამართლო პროცესზე ხვალ რაღაც განსაკუთრებული მოხდება. მე არ მგონია, რომ შეთანხმების გარეშე ეს მოხდეს. ამიტომ არის შეთანხმება საჭირო, რომ შემდეგ ნაბიჯების გადადგმა დაიწყოს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას - პატიმრობას გადასინჯავს.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს.