ედგარს რინკევიჩსი: ქართველი პოლიტიკოსების ნაცვლად, შეთანხმებას ხელს ვერც შარლ მიშელი მოაწერს და ვერც კრისტიან დანიელსონი

ედგარს რინკევიჩსი: ქართველი პოლიტიკოსების ნაცვლად, შეთანხმებას ხელს ვერც შარლ მიშელი მოაწერს და ვერც კრისტიან დანიელსონი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ან ნებისმიერი ევროპელი დიპლომატისა თუ პოლიტიკოსის საქართველოში ვიზიტი დამოკიდებულია დაწყებული მოლაპარაკებების პოზიტიურ პერსპექტივაზე. რა თქმა უნდა, ყოველთვის არაჩვეულებრივია საქართველოში ჩამოსვლა და ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობას უდიდეს პატივს ვცემთ, მაგრამ მედიაციის მიზნით ვიზიტები მხოლოდ შესაძლებელია განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ არის იმედი და პოზიტიური პერსპექტივა, - ამის შესახებ ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს, წინადადებების პაკეტი ეფუძნება საქართველოში პოლიტიკურ პარტიებთან ჯერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ გამართულ საუბარს და შემდეგ მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით ჩატარებულ შეხვედრებს.

„ეს დოკუმენტი არ დაიწერა ბრიუსელში ან ევროკავშირის რომელიმე წევრი ქვეყნის დედაქალაქში. ეს ძალიან მყარი დოკუმენტია პირველი ნაბიჯებისთვის, თუმცა საბოლოო ჯამში ქართველი პოლიტიკური ძალების გადასაწყვეტია და შეთახმება მათი მისაღწევია. ვერც პრეზიდენტი მიშელი მოაწერს ხელს დოკუმენტს და ვერც ელჩი დანიელსონი მოაწერს ხელს ქართველი პოლიტიკოსების ნაცვლად შეთანხმებას.
მე წარმოავადგენ მთავრობას, რომელიც 5 პარტიისგან შედგება. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინეთ, თუ რამდენად რთულია ზოგჯერ კონსენსუსის მიღწევა და ეს ეხება ბიუჯეტს, კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დასაწესებელ ზომებს, რეფორმებს. ლატვიაშიც ადგილი აქვს აზრთა სხვადასხვაობას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბოლოს კომპრომისი აუცილებელია და შეთანხმება საჭირო. საქართველოს მომავლისთვის პოლიტიკური ძალების მხრიდან კომპრომისი აუცილებელია“, - განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.