ჩუღურეთის რაიონში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ჯავახიშვილის ქ. N75-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.პროექტის ფარგლებში, შენობის საძირკველი გამაგრდება, კედლები მოეწყობა, ლითონის ელემენტებით ფანჯრები და კარის ღიობები მოჩარჩოვდება, არმატურის ჯავშანში დაზიანებული ელემენტები ჩაისმება, ბზარები დამუშავდება და სპეციალური მასალით შეივსება. ასევე, მოეწყობა სეისმური სარტყელი. მიმდინარე სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, პარლამენტის დეპუტატ გიორგი ვოლსკისთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 175,000 ლარია.