ტკბილი კარტოფილის ბურიტო

ტკბილი კარტოფილის ბურიტო

ინგრედიენტები

1   ს/კ მცენარეული ზეთი

1   თავი დაჭრილი ხახვი

4   კბილი დაჭრილი ნიორი

6   ჭიქა წითელი ლობიოს მარცვლები

2   ჭიქა წყალი

3   ს/კ დაფქული ჩილი

4   ჩ/კ მდოგვი

2   ჩ/კ დაფქული ძირა

ცოტაოდენი კაიენის წიწაკა

3   ს/კ სოიოს სოუსი

4   ჭიქა ტკბილი კარტოფილის პიურე

12   ცალი ფქვილის თბილი ტორტილა

250   გრამი გახეხილი ყველი ჩედარი

მომზადება

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე.

საშუალო ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და თუშეთ ხახვი და ნიორი დარბილებამდე. დაუმადეთ დაკონსერვებული და გადაწურული ლობიოს მარცვლები და ჩაზილეთ. თანდათანობით, შეურიეთ წყალი და გაათბეთ 2–3 წუთით. გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ სოიოს სოუსი, ჩილი, მდოგვი, ძირა და კაიენის წიწაკა.

ლობიოს ნაზავი და ტკბილი კარტოფილის პიურე 25 სმ. ზომის ტორტილებზე(ლავაში) თანაბრად გაანაწილეთ. მოაყარეთ ყველი. ტორტილა გადმოკეცეთ, შიგთავსს შემოახვიეთ და მოათავსეთ საცხობ ლანგარზე.

აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში, სანამ კარგად არ გათბება, დახლოებით 12 წუთით.