„დიდი შვიდეული“ ყირიმის ანექსიის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„დიდი შვიდეული“ ყირიმის ანექსიის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ყირიმის ანექსიის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

„ერთხმად ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის შერყევისკენ“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეული“ ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების განხორციელების ერთგული რჩება და გააგრძელებს უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენას მისი დამოუკიდებლობის შენარჩუნების მიზნით.