ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს პირდაპირ ეთერში დისკუსიის გამართვა შესთავაზა

ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს პირდაპირ ეთერში დისკუსიის გამართვა შესთავაზა

ვლადიმერ პუტინმა ჯო ბაიდენს პირდაპირ ეთერში დისკუსიის გამართვა შესთავაზა.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზად არის, ამერიკელ კოლეგასთან დისკუსია ან 19 მარტს, ან 22 მარტს გამართოს.

„მსურს, პრეზიდენტ ბაიდენს ჩვენი დისკუსიის გაგრძელება შევთავაზო, თუმცა იმ პირობით, რომ ამას პირდაპირ ეთერში, ონლაინ რეჟიმში გავაკეთებთ. ეს იქნება ღია და პირდაპირი დისკუსია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა და აშშ-მა ურთიერთობები უნდა შეინარჩუნონ.