ჩვენი მხრიდან არ იქნება ხელმოწერილი ისეთი შეთანხმება, რომელიც სამართლიანობის პრინციპს არ შეესაბამება, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესზე გააკეთა.
კითხვაზე, „ქართული ოცნებისთვის“ მოლაპარაკებებზე არის თუ არა მთავარი საკითხი ოპოზიციის მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი არჩევნების შესახებ, კობახიძემ განაცხადა, რომ ისინი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებების გათვალისწინებით იმოქმედებენ.
„ჩვენთვის მთავარია, ვიმოქმედოთ საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებების გათვალისწინებით და ვიმოქმედოთ ისე, როგორც ეს შეესაბამება სამართლიანობის პრინციპს. ჩვენი მხრიდან არ იქნება ხელმოწერილი ისეთი შეთანხმება, რომელიც სამართლიანობის პრიცნციპს არ შეესაბამება. ეს არის ჩვენი ერთადერთი წითელი ხაზი.
შარლ მიშელმა თავის დროზე მოუსმინა ოპოზიციას და ჩამოწერა საკითხები, რომლებიც სავარაუდოდ, ამ ფორმატში იქნებოდა განსახილველი“, - განაცხადა კობახიძემ.