ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს ონლაინ ფორმატში შეხვედრებს მედიის წარმომადგენლებთან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაგრძობს ონლაინ ფორმატში შეხვედრებს მედიის წარმომადგენლებთან

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, რეგიონალური მედიის ჟურნალისტებისთვის ონლაინ ფორმატში  მორიგი სემინარი გაიმართა.

სემინარის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა ზაზა თაბაგარმა და საგადასახადო და საბაჟო მეთოდოლოგიის დეპარტამენტის უფროსმა რომან ბუღაძემ  ჟურნალისტებს, 2021 წელს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, ინფორმაცია მიაწოდეს.

უწყების წარმომადგენლებმა, დეტალურად განმარტეს დღგ-ის ახალი რეფორმა, რომელიც გააუმჯობესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს, არსებული კრიზისის ფონზე, ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საქართველოსა და ევროკავშირში მოღვაწე მეწარმეებს შორის, გაამარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ასევე, შეამცირებს სადავო შემთხვევებს. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს როგორიცაა: დაქირავებულ პირთა ახალი რეესტრი,  გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულების კონტროლის მექანიზმები, „დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსი“ , სავარაუდო დარიცხვის გამოყენების წესები, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდის  ახალი გამარტივებული კრიტერიუმები  და სხვა.

სემინარი კითვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.