აშშ-ის დაზვერვა: 2020 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთი და ირანი დეზინფორმაციას ავრცელებდნენ

აშშ-ის დაზვერვა: 2020 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთი და ირანი დეზინფორმაციას ავრცელებდნენ

აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, რუსეთი და ირანი დეზინფორმაციას ავრცელებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი აშშ-ის დაზვერვის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არ არის იმის მტკიცებულება, რომ არჩევნების შედეგები ტექნიკური საშუალებებით შეიცვალა.

აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუსეთი ჯო ბაიდენის გაშავებას ცდილობდა.

გარდა ამისა, აშშ-ის დაზვერვის მტკიცებით, ირანს სურდა, არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება არ დაეშვა.