ატლანტაში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

ატლანტაში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში, ჯორჯიის შტატში ცეცხლსასროლი იარაღით რვა ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, დაღუპულთა შორის ექვსი აზიელი ქალია.

მკვლელობები ქალაქ ატლანტასა და მის შემოგარენში, სამ სხვადასხვა ადგილზე, მასაჟის სალონსა და სპა ცენტრებში მოხდა.

გამოცემის ინფორმაციით, პოლიციამ ერთი ეჭვმიტანილი, 21 წლის რობერტ აარონ ლონგი დააკავა, რომელიც ჯორჯიის შტატში ცხოვრობს.

სამართალდამცველები, გამოძიების მასალებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ სამივე ადგილზე დანაშაული ამ ადამიანმა ჩაიდინა.

ამ დროისთვის მკვლელობების ჩადენის მოტივი უცნობია.