ვენაში „ჰიტლერის აივანს“ გახსნიან

ვენაში „ჰიტლერის აივანს“ გახსნიან

ავსტრიის დედაქალაქში მნახველებისთვის ე.წ. „ჰიტლერის აივანს“ გახსნიან. ამის შესახებ ინფორმაციას Welt-ი ავრცელებს.

საუბარია ჰოფბურგის სასახლის ცნობილ აივანზე, რომლიდანაც ფაშისტმა დიქტატორმა 1938 წლის 15 მარტს ავსტრია გერმანიის შემადგერნელ ნაწილად გამოაცხადა.

აივნის გახსნის ნებართვა ავსტრიის ისტორიის სახლის დირექტორმა მონიკა ზომერმა გასცა, რომლის თქმითაც, გადაწყვეტილება ისტორიული ობიექტის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესით იყო მოტივირებული.