ვატიკანი: კათოლიკურ ეკლესიას ერთნაირსქესიანთა კავშირის კურთხევა არ შეუძლია, რადგან თავად ღმერთს არ შეუძლია ცოდვა აკურთხოს

ვატიკანი: კათოლიკურ ეკლესიას ერთნაირსქესიანთა კავშირის კურთხევა არ შეუძლია, რადგან თავად ღმერთს არ შეუძლია ცოდვა აკურთხოს

კათოლიკურ ეკლესიას ერთნაირსქესიანთა კავშირის კურთხევა არ შეუძლია, რადგან თავად ღმერთს არ შეუძლია ცოდვა აკურთხოს. ამის შესახებ ვატიკანის რწმენის დოქტრინის კონგრეგაციის მიერ გამოცემულ დადგენილებშია ნათქვამი.

„ამგვარ ურთიერთობებში პოზიტიური ელემენტების არსებობა, რაც თავისთავად დასაფასებელია, ვერ ამართლებს ამ ურთიერთობებს და მათ საეკლესიო კურთხევის ლეგიტიმურ საგნად ვერ აქცევს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „გეებსა და ლესბოსელებს, როგორც ცალკე პირებს, შეუძლიათ კურთხევა მიიღონ, თუ ისინი ეკლესიის სწავლების შესაბამისად ცხოვრობენ“.

„ერთნაირსქესიანთა კავშირების კურთხევა იმის სიგნალი იქნებოდა, რომ კათოლიკური ეკლესია ამტკიცებს და მხარს უჭერს არჩევანსა და ცხოვრების წესს, რომელიც არ შეიძლება აღიარებულ იქნას, როგორც ღვთის მიერ გამოცხადებული გეგმის ნაწილი. თავად ღმერთი არასდროს წყვეტს ამქვეყნად თავისი თითოეული პილიგრიმი შვილის კურთხევას, თუმცა ის არ და ვერ აკურთხებს ცოდვას“, - ნათქვამია განცხადებაში.