კიმ ჩენ ინის და: აშშ-ს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად ძილი თუ სურს, უკეთესი იქნება, პირველი ნაბიჯებით მყრალი სუნი არ დააყენონ

კიმ ჩენ ინის და: აშშ-ს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად ძილი თუ სურს, უკეთესი იქნება, პირველი ნაბიჯებით მყრალი სუნი არ დააყენონ

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დამ, კიმ იო ჩჟონმა აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები გააკრიტიკა.

„რჩევა შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, რომელიც ოკეანის გადაღმიდან ჩვენს მიწაზე დენთის სუნის გავრცელებას ცდილობს. აშშ-ს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მშვიდად ძილი თუ სურს, უკეთესი იქნება, პირველი ნაბიჯებით მყრალი სუნი არ დააყენონ“, - განაცხადა კიმ იო ჩჟონმა.

კიმ ჩენ ინის დამ ასევე აღნიშნა, რომ „სამხრეთ კორეამ თბილი მიდგომის ნაცვლად, ომისა და კრიზისის გზა აირჩია“.

„თუ ეს მიდგომა უფრო პროვოკაციული გახდება, განსაკუთრებულ ზომებს მივიღებთ“, - ნათქვამია კიმ იო ჩჟონის განცხადებაში.