არგენტინის პრეზიდენტს დემონსტრანტები თავს დაესხნენ

არგენტინის პრეზიდენტს დემონსტრანტები თავს დაესხნენ

არგენტინის პრეზიდენტს თავს დაესხნენ. ინციდენტი ჩუბუტის რეგიონში მოხდა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სამთო წიაღისეულის მოპოვების შეჩერებას მოითხოვდა.

მიკროავტობუსი, რომელშიც პრეზიდენტი იმყოფებოდა, დემონსტრანტებმა ალყაში მოიქციეს და გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ მოკროავტობუსმა ხალხის მასიდან გაღწევა შეძლო, რის შემდეგაც მანქანას ქვები დაუშინეს.

პრეზიდენტი ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა.