ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი პოლიციელებს საწოლის ქვეშ ემალებოდა

ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი პოლიციელებს საწოლის ქვეშ ემალებოდა

ჟანინ ანიესი, რომელიც 2019-2020 წლებში ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, პოლიციელებს საწოლის ქვეშ დაემალა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტის ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად მისულმა სამართალდამცველებმა ანიესი დიდ ყუთში აღმოაჩინეს, რომელიც საწოლის ქვეშ იდო.

ოჯახის წევრებმა პოლიციელებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც სამართალდამცველებს 3 ადამიანის, მათ შორის, ანიესის ქალიშვილის დაკავება მოუხდათ. ჟანინ ანიესი სახელმწიფო გადატრიალების შესახებ გამოძიების ფარგლებში 12 მარტს დააკავეს.

ექსპრეზიდენტის გარდა პოლიციამ იუსტიციის ყოფილი მინისტრი ალვარო კოიმბრა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი როდრიგო გუსმანიც დააპატიმრა.