ბაიდენის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთან კონტაქტს ვერ ამყარებს

ბაიდენის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთან კონტაქტს ვერ ამყარებს

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობასთან დაკავშირებას თებერვლის შემდეგ ცდილობენ, თუმცა პასუხი დღემდე არ მიუღიათ. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ვაშინგტონი ფხენიანთან დაკავშირებას სხვადასხვა გზით ცდილობს, რათა დაძაბულობის ესკალაცია აიცილოს თავიდან. ერთ-ერთი ასეთი გზა „ნიუ-იორკის არხია“ - გაეროში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლობის მეშვეობით.

მხარეებს შორის „მნიშვნელოვანი კონტაქტი“ 12 თვის განმავლობაში არ დამყარებულა. აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის მთავარ პრობლემას ფხენიანის ბირთვული ამბიციები წარმოადგენს. ჯო ბაიდენმა უკვე განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეას მიმართ პოლიტიკას გადახედავს. სავარაუდოდ, ბაიდენის ხედვა ამ საკითხთან მიმართებაში აპრილში გახდება ცნობილი.