ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს, ჰონგ-კონგის საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს

ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს, ჰონგ-კონგის საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს

ჩინეთი აშშ-ს აფრთხილებს, ჰონგ-კონგის საქმეებში ჩარევა შეწყვიტოს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჩჟაო ლიცზიანმა განაცხადა.

18-19 მარტს ალასკაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრაა დაგეგმილი.

„ჩვენ აშშ-ს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს ჩარევა ჰონგ-კონგის საქმეებში, შეწყვიტოს ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა და კიდევ უფრო მეტად არ განაგრძონ მცდარი გზით სვლა. ჩინეთი მტკიცედ დაიცავს თავის სუვერენულ, უსაფრთხოებისა და განვითარების ინტერესებს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.