პეროგი ვაშლის ხილფაფით

პეროგი ვაშლის ხილფაფით

ინგრედიენტები

4   ჭიქა ფქვილი

2   ჭიქა შაქარი

400   გრამი კეფირი ან მაწონი

3   ცალი კვერცხი

1   ჩ/კ სოდა ძმრით

1   შეკვრა გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი

2   შეკვრა ვანილი

200   გრამი ზეთი ან კარაქი

მომზადება

მოზრდილ თასში ჩავყაროთ ფქვილი, შაქარი, ვანილი, გამაფხვიერებელი. სოდა გავხსნათ ძმარში და დავუმატოთ ფქვილში. ავურიოთ კარგად და დავასხათ კეფირი ან მაწონი, დავუმატოთ გამდნარი კარაქი ან ზეთი, მწიკვი მარილი და ავურიოთ კარგად. ბოლოს სათითაოდ ვახლით კვერცხს. ჯერ ერთს ჩავტეხავთ და ავურევთ კარგად. ასე ვიმეორებთ სამივეს. ბოლოს მასა გამოვა სქელი არაჟანისებრი.

საცხობ ფორმას წავუსვათ ზეთი ან კარაქი კარგად. გადმოვიღოთ ცომის 2 მესამედი ნაწილი ფორმაში და გადავანაწილოთ ყველგან კარგად. შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ ქვედა წვით, ხოლო როცა ამოიწევა მასა, ჩავურთოთ ზედა წვაც.

რომ შეწითლდება მოვსინჯოთ კბილის ჩხირით თუ მზადაა გადმოვიღოთ და გავაცივოთ.

გაცივებულ ბისკვიტს წავუსვათ სურვილისამებრ რაიმე ხილფაფა ან ჯემი ანდაც მოხარშული შედედებული რძე და დარჩენილი 1/3 ცომი ჩავდოთ მყარ ცელოფანში, მოვაჭრათ კუთხე და გავაფორმოთ ზემოდან სურვილის მიხედვით.

დავაბრუნოთ ცხელ ღუმელში 200 გრადუსზე მხოლოდ ზედა წვით და ვაცხოთ სანამ ზემოდან არ მოიბრაწება. გენრიელად მიირთვით.