ავღანეთში 12 წელს ზემოთ გოგონებს კაცების თანდასწრებით სიმღერა აეკრძალათ

ავღანეთში 12 წელს ზემოთ გოგონებს კაცების თანდასწრებით სიმღერა აეკრძალათ

ავღანეთში 12 წელს ზემოთ სკოლის მოსწავლე გოგონებს კაცების თანდასწრებით სიმღერა აეკრძალათ. ტელეკომპანია Ariana News-ის ინფორმაციით, განკარგულება განათლების სამინისტრომ გამოსცა.

ახალი რეგულაცია ქვეყნის ყველა პროვინციის სახელმწიფო და კერძო სკოლაზე გავრცელდება. გოგონებს სიმღერის უფლება მხოლოდ ქალთა აუდიტორიის წინაშე მიეცემათ.

როგორც უწყება განმარტავს, რეგულაცია მათ მშობლებისა და მოსწავლეების თხოვნის საფუძველზე მიიღეს.