ჯო ბაიდენი: თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ და სიტუაცია შეიცვლება, შეზღუდვების ხელახლა დაწესება გახდება საჭირო

ჯო ბაიდენი: თუ სიფრთხილეს არ გამოვიჩენთ და სიტუაცია შეიცვლება, შეზღუდვების ხელახლა დაწესება გახდება საჭირო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების გამო, სიტუაცია შეიძლება კვლავ გაუარესდეს. ჯო ბაიდენმა პანდემიის გამოცხადებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა.

„პირობები შეიძლება შეიცვალოს. მეცნიერებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ვირუსის ახალი ვარიანტების გავრცელების გამო, სიტუაცია შეიძლება კვლავ გაუარესდეს. სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი, რომ ყველას ჰქონდეს ნდობა სამივე ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისადმი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ თუ ამერიკელები სიფრთხილეს არ გამოიჩენენ და სიტუაცია შეიცვლება, შეზღუდვების ხელახლა დაწესება გახდება საჭირო.

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა დასასრულისგან ჯერ კიდევ შორსაა და მოქალაქეებს ერთიანობისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, 1-ლი მაისისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ-ის ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი იქნება.