ენტონი ბლინკენი: აშშ გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში

ენტონი ბლინკენი: აშშ გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში

აშშ გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კორუფციასთან ბრძოლის სფეროში, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინას. ამ მხარდაჭერას გავაძლიერებთ, როგორც უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში, ასევე ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების კუთხით“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ უკრაინაში დემოკრატიის გაძლიერება მნიშვნელოვანია, ვინაიდან უკრაინას უწევს გარე აგრესიასთან დაპირისპირება და ქვეყნის შიგნით პრობლემების მოგვარება, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლა.

ენტონი ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არ აღიარებს.