ჯო ბაიდენი: თუ ვაქცინების ჭარბი რაოდენობა გვექნება, დანარჩენ მსოფლიოს გავუზიარებთ

ჯო ბაიდენი: თუ ვაქცინების ჭარბი რაოდენობა გვექნება, დანარჩენ მსოფლიოს გავუზიარებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზად არის, ვაქცინების ჭარბი რაოდენობა სხვა ქვეყნებს გაუზიაროს, მას შემდგეგ, როდესაც ვაქცინით ყველა ამერიკელი აიცრება.

„თუ ვაქცინების ჭარბი რაოდენობა გვექნება, დანარჩენ მსოფლიოს გავუზიარებთ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ აშშ თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობს მანამ, სანამ დანარჩენი მსოფლიო უსაფრთხოდ არ იქნება.

„ჯერ დავრწმუნდებით, რომ ამერიკელები დახმარებას მიიღებენ, შემდეგ კი შევეცდებით, დანარჩენ მსოფლიოს დავეხმაროთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის თქმით, პანდემიას ღობის ან კედლის აშენებით ვერ შეაჩერებ და მნიშვნელოვანია, რომ მისგან მთელი მსოფლიო დაცული იყოს.