ქათმის ბულიონი

ქათმის ბულიონი

ინგრედიენტები

1   კგ. ქათამი (ძვლებთან ერთად)

2   ღერი დაჭრილი ნიახური

2   ცალი დაჭილი საშუალო სტაფილო

2   თავი ხახვი (ოთხად დაჭრილი)

2   ცალი დაფნის ფოთოლი

1/2  ჩ/კ გამხმარი როზმარინი

1/2  ჩ/კ გამხმარი ქონდარი

10   ცალი შავი პილპილის მარცვლები

1 4/5  ლიტრი წყალი

მომზადება

ყველა ინგრედიენტი დიდ ქვაბში მოათავსეთ. ნელ–ნელა წამოადუღეთ. შეამცირეთ ტემპერატურა და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე დაუფარებლად, 3–4 საათით. საჭიროებისამებრ, მოაცალეთ ქაფი.

ამოიღეთ ქათამი ბულიონიდან. გააგრილეთ და ხორცი ძვლებიდან მოაცილეთ. ძვლები გადაყარეთ, ხოლო ხორცი შეინახეთ და შეგიძლიათ ცალკე მიირთვათ. გადაწურეთ ბულიონი, რათა ბოსტნეული და სანელებლები მოშორდეს. შედგით მაცივარში 8 საათით ან მთელი ღამით. შემდეგ მოაცალეთ ცხიმი ზედაპირიდან.