თურქეთის სასამართლომ რუსეთის ელჩის მკვლელობის ბრალდებით ხუთ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ რუსეთის ელჩის მკვლელობის ბრალდებით ხუთ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის ბრალდებით ხუთ პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

კიდევ რამდენიმე ბრალდებულს სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეეფარდა. რუსეთის ელჩის მკვლელობის საქმეში სულ 28 ბრალდებული ფიგურირებდა.

ანდრეი კარლოვი ანკარაში 2016 წლის 19 დეკემბერს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოკლეს. 22 წლის მევლუთ მერთ ალტინტაშმა ელჩს რამდენჯერმე ესროლა და თან "ალაჰ აკბარ. არ დაივიწყოთ ალეპო"-ს ყვიროდა. რამდენიმე წუთში ის უსაფრთხოების თანამშრომლების მხრიდან გახსნილი ცეცხლის დროს დაიღუპა.

გამოძიების ვერსიით, 22 წლის ბიჭს ელჩის მკვლელობა FETO-მ დაუკვეთა.