ნიუ-იორკის გუბერნატორს იმპიჩმენტი ემუქრება

ნიუ-იორკის გუბერნატორს იმპიჩმენტი ემუქრება

ნიუ-იორკის გუბერნატორს სექსუალურ ძალადობაში ბრალდების გამო იმპიჩმენტი ემუქრება. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა უილი ბარკლიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თმით, უკვე მომზადდა რეზოლუცია, რომელიც სენატის ქვედა პალატაში დარეგისტრირდა. „იმისთვის, რომ მართო აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქი, ავტორიტეტი გჭირდება“, - აცხადებს უილი ბარკლი.

ნიუ-იორკის გუბერნატორს, ენდრიუ კუომოს ყოფილი მრჩეველი სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. ლინდსი ბოილანის მტკიცებით, 2017 წელს კუომომ მას გაშიშვლებაზე ბანქოს თამაში შესთავაზა.

პირველად ბოილანმა ნიუ-იორკის გუბერნატორი სექსუალურ შევიწროებაში დეკემბერში დაადანაშაულა, რის შემდეგაც კუომოს ანალოგიური ბრალდება რამდენიმე ქალმა წაუყენა. ნიუ-იორკის გუბერნატორის მრჩევლად ლინდსი ბოილანმა რამდენიმე თვე იმუშავა.

კუომო ბრალდებებს უარყოფს.