ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის მეთაური გადააყენა

ნიკოლ ფაშინიანმა გენშტაბის მეთაური გადააყენა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ონიკ გასპარიანი პოსტიდან გადააყენა. ამის შესახებ მთავრობის პრეს-სამსახური იტყობინება.

მანამდე, სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა გენშტაბის მეთაურის გადაყენებაზე უარი თქვა. გასპარიანს ფაშინიანთან ურთიერთობა მას შემდეგ დაეძაბა, რაც მან პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა, პრემიერმა კი ის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით ერევანში საპროტესტო გამოსვლები ყოველდღიურად იმართება.