ევროპარლამენტმა კარლეს პუჩდემონისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა კარლეს პუჩდემონისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონისთვის იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.

გარდა ამისა, ევროპარლამენტმა იმუნიტეტი კიდევ ორ კატალონიელ პოლიტიკოსს, ანტონი კომინსა და კლარა პონსატისაც მოუხსნა.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ესპანეთის ხელისუფლება პუჩდემონისა და მისი მოკავშირეების ბელგიიდან ექსტრადირების პროცესის განახლების შესაძლებლობას აძლევს. ექსტრადირების საკითხზე გადაწყვეტილება ბელგიის სასამართლომ უნდა მიიღოს.

ესპანეთის ხელისუფლებამ 2017 წლის ნოემბერში კატალონიის ადმინისტრაცია დაითხოვა და რეგიონულ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამის მიზეზი კატალონიის დამოუკიდებლობისთვის ჩატარებული რეფერენდუმი გახდა. სისხლის სამართლის დევნა 25 პირის მიმართ დაიწყო. კატალონიის ლიდერმა, კარლეს პუჩდემონმა და მისმა ოთხმა მომხრემ ბელგიაში გაქცევა მოახერხეს.

2018 წლის 14 ოქტომბერს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ კატალონიელ ლიდერებს ამბოხისთვის 9-დან 13 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა და კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო და ევროპული ორდერები გასცა. ამის შემდეგ კატალონიაში საპროტესტო აქციები დაიწყო. 18 ოქტომბერს პუჩდემონი ბელგიის პოლიციას ჩაბარდა.