გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციებიც გვქვს, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და კონკრეტულ წინადადებებს დააყენებენ

გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციებიც გვქვს, რომ 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და კონკრეტულ წინადადებებს დააყენებენ

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში გარკვეულ დათმობებზე წავა. ამის შესახებ მდინარაძემ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 6-პუნქტიანი დოკუმენტიდან, რაც ახლა მოლაპარაკების მაგიდაზე დევს, გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა დათქმების შესრულების შემდეგ გაგრძელდება.

„ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და გარკვეული ინფორმაციებიც კი, რომ უახლოეს დღეებში, მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და ისინი დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს. როგორც ჩვენ ვამბობდით ამ დღეების განმავლობაში, იქნება მართლაც კომპრომისული, პრაგმატული ნაბიჯები, რაზეც შეიძლება მსჯელობა. კომპილაციური დოკუმენტი, რომელიც 6 სხვადასხვა პუნქტს შეიცავს არის სხვადასხვა საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შეუძლებელია მსჯელობა, თუმცა გარკვეული დათქმების შემდეგ შეიძლება ამაზე მსჯელობა. არის საკითხები, რაზეც დათქმების გარეშე შეიძლება მსჯელობა და არის საკითხები, რაზეც უკვე რეალიზებაშია მოყვანილი, მაგალითად, საარჩევნო რეფორმა“, - განაცხადა მდინარაძემ.