სოსო მანჯავიძე: მთავარი ,, არქივარიუსები'' კიევში და ბუდაპეშტში სხედან და კარაბას -ბარაბასივით ათამაშებენ ამ თოჯინებს

სოსო მანჯავიძე: მთავარი ,, არქივარიუსები'' კიევში და ბუდაპეშტში სხედან და კარაბას -ბარაბასივით ათამაშებენ ამ თოჯინებს

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

“2012 წლის ივნისი იყო, ერთი ძველი ნაცნობი დამიკავშირდა შუამავლის მეშვეობით, შეხვედრა უნდოდა.

არ დაგჭირდებათ შეხსენება, რა მდგომარეობა იყო და რა ტიპის დაპირისპირება გვქონდა "წინააღმდეგობის მოძრაობას" სააკაშვილის რეჟიმთან.

ეს ძველი ნაცნობი რეჟიმის გავლენიან წევრებთან  ახლო ურთიერთობაში იყო.

შევხვდით ქალაქგარეთ.

მითხრა, რომ პატივს მცემდა და მირჩია პროცესებს გავრიდებოდი.

,,ესენი ყველანი გაფაქტული გვყავს, ვინც დღეს ოცნებაში არიან, ნუ ყველა არა და  80%, მაინც. ყველა მაჟორიტარს მოვიგებთ, ჯავახეთზე და ქვემო ქართლზე საუბარი არაა, მაქსიმუმ 30% დავუწერთ და ეგაა. აი, ვინც გაფაქტული არაა, ისინი იყვირებენ და დავიჭერთ. შენ არც ოცნებაში ხარ და მაგრად უშლი ამათ ნერვებს, არც კრიშა გაქვს, როგორც ზოგიერთებს, არჩევნების შემდეგ სერიოზულ პრობლემებს გიპირებენ, თან არ გადაყვე ამ ნაბოზვრებს, შენ კიდე არ იცი, რა ხდება და ვინ არიან ესენი''- მეუბნება.

კითხვაზე, კერძოდ რას გულისხმობდა ,, გაფაქტვაში" ირონიულად გაიღიმა და დამახასიათებელი ჟესტით მიმახვედრა ნაგულისხმევი.

ცხადია, პატივცემულმა არ იცოდა, რომ მისი გამომგზავნები  უარესად ,, გაფაქტულები" იყვნენ ციხის კადრებით.

მადლობა გადავუხადე შეწუხებისთვის და დავიშალეთ.

მერე მოხდა ის, რაც ყველამ ვნახეთ.

19 სექტემბრიდან მთელი კვირა ნაცები სახლებიდან ვერ გამოდიოდნენ და  ვერც უნდა გამოსულიყვნენ იმის გამო, რაც ჩაიდინეს.

მერე დაიწყო ეს ამაზრზენი პროცესი, კოჰაბიტაცია, ,,პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების განადგურება", რაც სინამდვილეში ნივთმტკიცებების მოსპობა იყო, პორტირება, რესპუბლიკების აღზევება და ა.შ.

დღეს კი რას ვხედავთ?

ნაცები სწორედ იმით აპირებენ ოცნების წამოკიდებას, რისთვისაც ოცნებამ ის არ დასაჯა და პირიქით, ყველაფერი გააკეთა მისი რეანიმაცია-რეაბილიტაციისათვის.

გარდა ამისა,   ,, გაფაქტულები'' თავისი დავალებების შესრულების შემდეგ ზოგი ნაცების ტელევიზიებს ამაგრებს, ზოგიც კვლავ აგრძელებს ნაყოფიერ საქმიანობას   სხვადასხვა უწყებებში.

ესაა მათი კონტროლის მექანიზმი და ამიტომაც არიან ასე შეკრულები.

მთავარი ,, არქივარიუსები'' კიევში და ბუდაპეშტში სხედან და კარაბას -ბარაბასივით ათამაშებენ ამ თოჯინებს.

საინტერესოა, რომ ,, წითელი ხაზების" გადაკვეთაზე წავიდა ლაპარაკი. ანუ, ბავშვები რომ  თამაშობენ ჩხუბს  და ერთ-ერთი სერიოზულში რომ გადავა, დაახლოებით ეს სიტუაციაა.

არადა, კარგა ხანია , სათამაშოდ არ გვაქვს საქმე”.