ქათამი კატროფილის ბლინში

ქათამი კატროფილის ბლინში

ინგრედიენტები

2   ცალი ქათმის მკერდი, დიდი ნაჭრები

6   ცალი საშუალო კარტოფილი

1   ცალი კვერცხი

2   ს/კ ფქვილი

100   გრამი მაგარი გახეხილი ყველი

1   კონა ოხრახუში

მარილი და პილპილი გემოვნებით

მცენარეული ზეთი

მომზადება

დაჭერით მწვანილი და შეურიეთ გახეხილ ყველს.

ქათმის მკერდი დაჭერით თხელ ნაჭრებად. დააყარეთ მარილი, წიწაკა და შეწვით მშრალ, გახურებულ ტაფაზე, 2-3 წუთით თორივე მხრიდან. თუ თქვენს ტაფას შესაბამისი ზედაპირი არ გააჩნია, მოასხით ცოტაოდენი მცენარეული ზეთი.

კარტოფილი გაფრცქვენით, გახეხეთ მსხვილ სახეხზე, კარგად გაწურეთ და დაუმატეთ კვერცხი, ფქვილი, მარილი და აურიეთ.

გახურებულ ტაფას დაასხით იმდენი მცენარეული ზეთი, რომ ძირი დაუფაროს, გაანაწილეთ ზედ გახეხილი კარტოფილი და კარგად დატკეპნეთ. კარტოფილის ბლინი უნდა მიიღოთ.

როდესაც ბლინი ერთი მხრიდან მზად იქნება (იწვება 2-3 წთ), გადმოაბრუნეთ და მასზე ერთ მხარეს დაალაგეთ ქათმის ნაჭრები. ასევე დააყარეთ გახეხილი ყველი, მწვანილი და 2-3 წთ-ის შემდეგ, როდესაც ბლინის მეორე მხარეც შეიწვება და ყველი დნობას დაიწყებს, ბლინის თავისუფალი მხარე გადმოააფარეთ ხორცს და ასე გადაკეცილი ბლინი თითო წუთით ორივე მხრიდან შებრაწეთ.