ნიკოლოზ მჭედლიშვილი: გახსნეს ფარული ჩანაწერების ის შავი ყუთი, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდათ გაკეთებული

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: გახსნეს ფარული ჩანაწერების ის შავი ყუთი, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდათ გაკეთებული

გახსნეს ფარული ჩანაწერების ის შავი ყუთი, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდათ გაკეთებული, - ასე გამოეხმაურა გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ექსპერტი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ამბის გაზიარებით, აშკარად ჩანს, ეს იყო სწორედ მისი ნებართვით.

„ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი ამ ფარულ ჩანაწერებს იყენებს ოპოზიციის შანტაჟისთვის. ეს არის მათთვის სიგნალი, რომ წლების განმავლობაში გაკეთებული აქვთ მათ წინააღმდეგ ფარული ჩანაწერები და აშანტაჟებს ამ პარტიებს, რომ ეს ე.წ. ალიანსი, ბოიკოტი არ ჩაიშალოს“, - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.