თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა

თურქეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 9 სამხედრო დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები ჯერ უცნობია.