ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსებმა დიალოგის დროს უნდა ვიმოქმედოთ

ირაკლი ქადაგიშვილი: არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსებმა დიალოგის დროს უნდა ვიმოქმედოთ

რა თქმა უნდა, არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკოსებმა დიალოგის დროს უნდა ვიმოქმედოთ, არსებობს ჩარჩო, კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც უნდა ვიმოქმედოთ, ვერ გავალთ ჩვენ ამ ველიდან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იმ საკითხთა ჩამონათვალს, რაც არსებობს, დიალოგი სჭირდება და არა მიდგომა, მე ასე მინდა.

„ევროკავშირმა მოგვიწოდა, რომ საკითხთა ჩამონათვალი, რომელიც შეხვედრაზე იყო და აკლდება მას თუ ემატება, სჭირდება დიალოგი და არა ის, რომ მე ასე მინდა. დიალოგის დროს, რა თქმა უნდა არსებობს კანონი, რომელთა მიხედვითაც პოლიტიკოსებმა უნდა ვიმოქმედოთ, არსებობს ჩარჩო, კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც უნდა ვიმოქმედოთ, ვერ გავალთ ჩვენ ამ ველიდან“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.